ჩვენს შესახებ

კომპანია ერთობა წლების განმავლობაში ეწევა სამრეწველო საქმიანობას ამიერკავკასიის ბაზარზე და ყოველდღიურად ზრდის თავის წარმოების პოტენციალს, მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ერთობა მთლიანად არის ორიენტირებული მომხმარებელზე. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებელი ევროპული სტანდარტებით დამზადებული პროდუქციით.

ჩვენი კომპანიის საწარმოო პოტენციალი დღითიდღე იზრდება. კომპანიაში დასაქმებულია 72 ადამიანი, საწარმოს საამქროები განთავსებულია 22500 კვ.მეტრის ტერიტორიაზე. კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს ქვეყნის ბიუჯეტში და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს მრეწველობის განვითარებაში.

ჩვენი კლიენტები არიან საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციები, მოქმედი უმსხვილისი უცხოური და ადგილობრივი კომპანიები: Wrigley, Nestle, Mars, P&G, Pepsico, შ.პ.ს. კუს ტბა.

საწარმოს საქმიანობა არის მრავალფეროვანი. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც სამრეწველო, ასევე სამომხმარებლო დანიშნულების საქონელს. ჩვენი პროდუქციის ნახვა თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად საქართველოს და ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, ქუჩებში (სომხეთი, აზერბაიჯანი).

ჩვენ ვამუშავებთ ნებისმიერი ტიპის ლითონის, მინის მასალებს. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, როგორც კომპანიის მიერ წარმოებული სტანდარტული საქონელი, ასევე განვახორციელოთ კლიენტის მიერ მოწოდებული პროექტები.

კომპანიაში ფუნქციონირებს საწარმოს განვითარების ჯგუფი, რომელიც შედგება უმაღლესი კლასის პროფესიონალებისგან, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვთ საწარმოო პროცესის დაგეგმვის და წარმართვის ღრმა პრაქტიკული გამოცდილება. ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ კონსულტანტების ძლიერ ჯგუფთან, რომელიც გვიზიარებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დაგროვილ ცოდნას თუ როგორ უნდა იზრდებოდეს საწარმო და რა უნდა იყოს საწარმოს პრიორიტეტები უახლოეს მომავალში. ეს ნიშნავს რომ ჩვენ მთლიანად ვართ ორიენტირებული ჩვენი ბიზნესის განვითარებაზე, რაც უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი შემკვეთების, მომხმარებლების ერთობაზე! ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ფეხი აუწყოთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.

დაათვალიერეთ ჩვენი ვებგვერდი და თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ჩვენი ერთობა ყოველდღიური და მუდმივია!